Georgian English Russian
Menu მთავარი Menu ჩვენს შესახებ Menu დეპარტამენტები Menu ექიმები Menu სტატიები Menu გალერეა Menu კონტაქტი
მთავარი

Menu დიაბეტი და ტერფების მოვლა Menu კიდევ ერთხელ დეპრესიაზე
Menu კლიმაქტერიული პერიოდის სამი ფაზა ქალებში Menu დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები
Menu დისგლიკემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები Menu მითები დიაბეტზე
Menu გულძმარვა Menu უნაყოფობა

                                                        უნაყოფობა  
                                                                              
უნაყოფობა (ლათ.სტერილიტას)-მედიცინაში განისაზღვრება როგორც, რეპროდუქტიული ასაკის წყვილის უუნარობა, ჩასახონ ბავშვი რეგულარული   სქესობრივი ცხოვრების შედეგად კონტრაცეფციის გარეშე.                                                        
არჩევენ უნაყოფობის რამდენიმე სახეს  ქალის, მამაკაცის, ორმხრივი, თანდაყოლილი, შეძენილი, დროებითი და მუდმივი. ამასთანვე არჩევენ პირველად და მეორად უნაყოფობას.  პირველადია - როცა წყვილებს  შორის  არასოდეს  ჰქონია  ადგილი  ბავშვის  ჩასახვის პროცესს. მეორადია (შეძენილი) - როცა  წყვილებს  შორის  ადგილი  ჰქონდა  ჩასახვის  პროცესს  (შედეგის მიუხედავად), მაგრამ  ამის  შემდგომ  ჩასახვა  აღარ  ხდება.
შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ როგორც ქალის ასევე მამაკაცის უნაყოფობის მიზეზები და გაგაცნოთ ნიშნები რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
 
ქალის ფაქტორი უშვილობის დროს:

უშვილობის  მიზეზი  ქალებში  ბევრია, მაგალითად: შარდსასქესო  ორგანოების  თანდაყოლილი  და  შეძენილი დეფექტები;          მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები;   ფალოპის მილების გაუვალობა;            ჰიპერპროლაქტინემია; ჰორმონალური დისბალანსი; აუტოიმუნური სისტემური დაავადებები; შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები; ფსიქოსექსუალური დარღვევები;     მენსტრუალური  ციკლის  დარღვევა.                                                      
ქალის უნაყოფობის ზოგიერთი ნიშანია:  მენსტრუალური  ციკლის დარღვევა;  თმიანი საფარველის ცვლილება  (ჰირსუტიზმი); ბოქვენისა და იღლიის არეში თმის შენელებული ზრდა); კანქვეშა ცხიმოვანი შრის (ფენის) ზრდა; აკნე; თვითნებითი აბორტები (რამოდენიმე  ანამნეზში); მამაკაცური აღნაგობის ფორმირება; ვენერიული დაავადებები ანამნეზში.
ახალგაზრდა  გოგოებს 20-25 წლამდე ესაჭიროებათ  3 დან  6  თვემდე რომ დაორსულდნენ,  ქალებში  კი  30  წლის ზემოთ  ეს დრო იზრდება  ერთი  წლიდან და ზევით.  გასაკვირია, მაგრამ  ბევრმა  არ იცის, რომ  განაყოფიერებისთვის  ხელსაყრელი დრო  ოვულაციის პეროიდია. უბრალოდ  მისი  განსაზღვრის ცოდნაა საჭირო.
იმ შემთხვევაში,  როდესაც  უკვე  წინასწარ  არსებობს  რაიმე წინმსწრები  მდგომარეობები (მენსტრ.  ციკლის  დარღვევა...),  ასეთ  შემთხვევაში  გოგონამ,  ქალმა  აუცილებლად  უნდა  მიმართოს ექიმს და არ ელოდოს ერთი წელი.  რეკომენდირებულია კვლევა ჩატარდეს  უკვე  6 თვიანი  სქესობრივი   თანაცხოვრების  შემდგომ, რათა დროულად  იყოს გამოვლენილი  უნაყოფობის  მიზეზი.                                                                   
უშვილობის მიზეზი შესაძლოა გახდეს  სქესობრივი მომწიფების  პერიოდი.  გოგონა  ისე  უნდა  მივიდეს  ქორწინებამდე,  რომ  მას  სქესობრივი   მომწიფებისას  დარღვევები  არ  ჰქონდეს.   ეს  იმდენად   საპასუხისმგებლო   პერიოდია  ქალის  ცხოვრებაში,  რომ  ყველა  დედამ,  რომელსაც  ჰყავს  ქალიშვილი,  აუცილებლად  უნდა  მიაქციოს  ყურადღება  მისი შვილის   სქესობრივი  მომწიფების  განვითარების   პერიოდს.                                                                                                               
შემდეგი  მიზეზი,  რომელიც  ძალიან დიდ  როლს  თამაშობს  უნაყოფობაზე,  არის  სქესობრივი  გზით   გადამდები  დაავადებები  (სგგდ). საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციაზე მიმართული საშუალებების გამოყენება ახალგაზრდებში.  სგგდ   იწვევს  სასქესო   ორგანოების   ანთებით პროცესს,  რომელიც  ხშირად  ფარულად  მიმდინარეობს.  პროცესი  დროთა  განმავლობაში  საშვილოსნოს  მილების   ობტურაციას (დახშობას)  იწვევს.                                                                               უშვილობის  ყველაზე  დიდი  წილი   მოდის   ენდოკრინოლოგიურ   პათოლოგიებზე.  არც ერთი  სხვა   სფერო   ისე   არ არის   ჰორმონულ   ფონზე  დამოკიდებული,  როგორც  შვილოსნობა.  უნაყოფობის  ერთ  ერთი  აქილევსის   ქუსლი  არის  თავის  ტვინი.  იდეოპათიური  უშვილობა   სწორედ  ფსიქოლოგიურ  საფუძვლებთან  არის  დაკავშირებული.
უშვილობის განვითარებაზე ასევე შესაძლოა გავლენა მოახდინოს აბორტმა (ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა).  გამოფხეკისას  შესაძლოა დაზიანდეს   საშვილოსნოს  კედელი  და განვითარდეს  ენდომეტრიტი,  რაც შემდგომ   ხელს  შეუშლის   განაყოფიერებული  კვერცხუჯრედის  საშვილოსნოს  კედელზე   მიმაგრებას. გამოფხეკისას  ასევე შეიძლება  განვითარდეს  საშვილოსნოს  მილების ანთება,  ამის  შემდეგ  კი იზრდება  მილების  გაუვალობის ჩამოყალიბების რისკი. 
       
მამაკაცის ფაქტორი უშვილობის დროს:     

თუ  კი ადრე  ქალი  უფრო  წამყვანი   ფიგურა  იყო უშვილობის  მიზეზთა  გათვალისწინებით,  ბოლო  დროს  უშვილობის   მიზეზთა   ძიებისას  წინ   წამოიწია   მამაკაცის   ფაქტორმაც,  რომელმაც  უშვილობის მიზეზების სართო მაჩვენებელში 50-60% შეადგინს.  ასეთი  მაღალი  მაჩვენებელი   მამაკაცებისგან   საკუთარი ჯანმრთელობისთვის   მეტი  ყურადღების  დათმობას  მანიშნებელია.  მამაკაცის  უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები   შესაძლოა იყოს შემდეგი: სპერმის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნა, თვითონ სპერმის დარღვეული ფუნქციით, რაც ძირითადად ვლინდება შაქრიანი დიაბეტის, გადატანილი ინფექციის (ყბაყურა), ტრავმის, ან სათესლეებზე ჩატარებული ოპერაციების გამო. ასევე მნიშვნელოვანია სპერმის გამოყოფის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ნაადრევი ეაკულაცია, სპერმის გამომყოფი გზების დაზიანება, ბლოკირება. ასევე გასათვალისწინებელია პესტიციდების ზეგავლენა, ალკოჰოლის, მარიხუანას, სიგარეტის მოხმარება, სტეროიდების მიღება, სიმსივნური პროცესების გამო ჩატარებული ქიმიოთერაპია და ქირურგიული ჩარევა.

ექიმთან კონსულტაციის დროს მნიშვნელოვანია წყვილს გაცნობიერებული ჰქონდეს რომ უშვილობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს მამაკაცშიც და ქალშიც.

 დღევანდელ დღეს წყვილები   პროფილაქტიკური  გასინჯვის  მიზნით  წინასწარ,  ოჯახის   შექმნამდე  იღებენ ექიმის კონსულტაციას, რაც პრევენციული და   ყველაზე   წარმატებული   ნაბიჯია  ჯანმრთელი ოჯახის შექმნისთვის.                           
თანამედროვე ცხოვრების რიტმი,   სტრესული  გარემო, არაჯანსაღი  კვება,  მავნე  ჩვევები   და   დაბალი ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს  მთელი რიგი დაავადებების განვითარებას. ამიტომ  ყველა  ახალგაზრდას,  როგორც  გოგონებს  ასევე   ვაჟებსაც   ვურჩევ  მისდიონ  ცხოვრების  ჯანსაღ  წესს და თვალყური ადევნონ საკუთარ ჯანმრთელობას, ვინაიდან თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ აისახება თქვენი შვილების ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესზე.                                                                                                

გისურვებთ   ჯანმრთელობას. 
ექიმი გინეკოლოგი–რეპროდუქტოლოგი ეკატერინე ლეჟავა
საკონტაქტო ინფორმაცია: 555 71 22 41
საზღვაო ჰოსპიტალი
მისამართი: ქ. ბათუმი. მელიქიშვილის 102 ბ
Facebook: Maritime Hospital JSC

კვლევები
კლინიკური კვლევები
პროგრამები
2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
მეზღვაურები
მეზღვაურების სამედიცინო შემოწმება

Home Phone