Georgian English Russian
Menu მთავარი Menu ჩვენს შესახებ Menu დეპარტამენტები Menu ექიმები Menu სტატიები Menu გალერეა Menu კონტაქტი
მთავარი

Menu დიაბეტი და ტერფების მოვლა Menu კიდევ ერთხელ დეპრესიაზე
Menu კლიმაქტერიული პერიოდის სამი ფაზა ქალებში Menu დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები
Menu დისგლიკემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები Menu მითები დიაბეტზე
Menu გულძმარვა Menu უნაყოფობა


კლიმაქტერიული პერიოდის სამი ფაზა ქალებში
კლიმაქტერიული პერიოდი სამი ფაზისაგან შედგება:

  • პრემენოპაუზა -  ეს არის პერიოდი, რომელიც წინ უსწრებს მენსტრუალური სისხლდენის შეწყვეტას. აღნიშნული პერიოდი სამიდან შვიდ წლამდე გრძელდება. პრემენოპაუზის დროს მენსტრუალურ ციკლში ცვლილებები ხდება - მენსტრუაციებს შორის ინტერვალი მატულობს, იკლებს სისხლდენის ინტენსივობა, ქვეითდება საკვერცხის ჰორმონალური ფუნქცია.
  • მენოპაუზა – ეს არის ფაზა, რომელიც ბოლო მენსტრუალური სისხლდენის შემდეგ დგება. მენოპაუზა 12 თვის განმავლობაში გრძელდება. მენოპაუზის დადგომის დროს საშუალოდ 49-51 წელია. 
  • პოსტმენოპაუზის პერიოდი - ეს არის დრო მენოპაუზიდან საკვერცხეების ფუნქციის სრულად შეწყვეტამდე, ანუ ქალის სიცოცხლის ბოლომდე.

მენოპაუზა იწყება მაშინ, როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულები გამოილევა. ფოლიკულების განვითარების შეწყვეტას ესტრადიოლისა და სხვა ჰორმონების გამომუშავების დაქვეითება იწვევს. უკუკავშირის მექანიზმის მიხედვით ესტროგენების ნაკლებობის პირობებში იმატებს ჰიპოფიზის მასტიმულირებელი, უმეტესწილად ფოლიკულომასტიმულირებელი და ნაკლებად მალუთეინიზირებელი ჰორმონების გამომუშავება. საკვერცხეების ზომა იკლებს, მათში სკლეროზული ცვლილებები ვითარდებიან.
წყდება ესტრადიოლის გამომუშავება. ქალის ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონები იწყებენ პრევალირებას, რომლებსაც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი გამოიმუშავებთ. ესტროგენული ჰორმონის - ესტრონის გარკვეულ რაოდენობას სხვა ორგანოები და ქსოვილები გამოიმუშავებენ. ესტრონს უმეტესწილად ცხიმოვანი ქსოვილი გამოიმუშავებს, ამიტომ მსუქან ქალბატონებს შესაძლოა ესტონების მეტი რაოდენობა ჰქონდეთ. სისხლში ესტროგენების რაოდენობის დაქვეითება იმ ორგანოებსა და ქსოვილებში იწვევს ცვლილებებს, რომლებიც ესტოგენების მოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ (საშვილოსნო, სარძევე ჯირკვლები, საშარდე ბუშტი, თავის ტვინი, გული, სისხლძარღვები და სხვ.). უკანასკნელ ხანებში დამტკიცებულ იქნა, რომ ესტროგენების მიმართ ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანო და ქსოვილია მგრძნობიარე. ნორმალური კლიმაქსის პროცესში ქალის სასქესო გზებისა და სარძევე ჯირკვლების ზომები მცირდება.
ქალების დაახლოებით ნახევარს პათოლოგიური კლიმაქსი უვითარდებათ პათოლოგიური კლიმაქსი ხასიათდება როგორც ქალის სასქესო სფეროს, ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების მხრივ ჩივილების არსებობით. პათოლოგიური კლიმაქსის ხანგრძლივობა სრულიად განსხვავებულია. ზოგჯერ იგი შესაძლოა 10 წლამდეც გაგრძელდეს, ამ პერიოდში კი ქალის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უარესდება. ყველაზე ხშირად კლიმაქტერიული სინდრომი მენოპაუზალურ პერიოდში ჩნდება, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს მენოპაუზის დროსაც და მენოპაუზიდან ხუთი წლის შემდეგაც კი.
კლიმაქტერიული სინდრომის ადრეული ნიშნები უკვე პრემენოპაუზის დროს ჩნდება. ყველაზე ხშირად გვხვდება ეგრეთ წოდებული „წამოხურება“ (ალები) - თავში, სახეზე, სხეული ზედა ნაწილში სიცხის უეცარი მომატების შეგრძნება.
ჩვეულებრივ, „წამოხურების“ დროს კანი მკვეთრად წითლდება, ხოლო „წამოხურების“ შემდეგ ბლომად ოფლი გამოიყოფა. ალების ხანგრძლივობა 20-30 წამიდან სამ წუთამდეა. ასეთ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს თვალწინ კაშკაშა წერტილების ციმციმი, შინაგანი შფოთვის, არამოტივირებული შიშის გრძნობა. შესაძლოა იყოს ჰაერის უკმარისობის, სუნთქვის გართულების შეგრძნება. ზოგჯერ ალები კრიზის ხასიათს იძენენ. ამ შემთხვევაში მათ თან ახლავთ გულის შეკუმშვათა სიხშირის გახშირება ან გაიშვიათება, არტერიული წნევის მომატება, მოსალოდნელი გონების დაკარგვის შეგრძნება. წამოხურება შეიძლება მიმდინარეობდეს შემცივნებით, თვალებში დაბნელებით, კიდურების დაბუჟებით და სრულდებოდეს გულის მიდამოებში ტკივილით.
გულის ტკივილი, ჩვეულებრივ, ნევროტიკული ხასიათისაა, მაგრამ ზოგიერთ პაციენტ ქალბატონს კლიმაქსის დროს შესაძლოა განუვითარდეს გულის იშემიური დაავადება, ან კლიმაქტერიული სინდრომისას წარმოქმნილის განსაკუთრებული მდგომარეობა - კლიმაქტერიული კარდიომიოპათია. ხშირად კლიმაქსის პერიოდი ხელს უწყობს არტერიული ჰიპერტენზიის დასაწყისს, რომელიც კლიმაქსის დროს წამოიშობა, მაგრამ არ ქრება კლიმაქტრიული პერიოდის დასრულების შემდეგაც.
პრაქტიკულად ყოველთვის პათოლოგიურ კლიმაქსს თან ახლავს დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

  • ყველაზე მრავალფეროვანი ხასიათის თავის ტკივილი;
  • შემცივნება სხეულის ნორმალური ტემპერატურისას;
  • შინაგანი კანკალი, თავბრუხვევა.

ამასთანავე ადგილი აქვს დარღვევებს ფსიქოემოციონალური სფეროს მხრიდანაც:

  • გაღიზიანებადობა;
  • მტრალობა;
  • უძილობა;
  • დაღლილობა;
  • სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) შემცირება;

ცხიმის მეტაბოლიზმის დარღვევის გამო კლიმაქტერიულ პერიოდში ხშირად აღინიშნება წონაში მნიშვნელოვნად მომატება. ქვეითდება დანარჩენი ენდოკრინული ორგანოების ფუნქციები. შეიძლება განვითარდეს:

  • ჰიპოთირეოზი;
  • შაქრიანი დიაბეტი.

სასქესო ორგანოების მხრივ ინვოლუციური პროცესები მიმდინარეობს:

  • ჩნდება ქავილი საშოში;
  • გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი;
  • საშოს სიმშრალე;
  • საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები.

შესაძლოა წარმოიშვას დარღვევები საშარდე გზების მხრიდან:

  • მტკივნეული შარდვა;
  • გახშირებული შარდვა;
  • ღამით შარდვის სურვილი;
  • შარდის შეუკავლობა.

კლიმაქტერიული სინდრომი ითვლება:

  • მსუბუქად, თუკი წამოხურების სიხშირე დღე-ღამეში ათს არ აღემატება;
  • საშუალოდ  – თუკი წამოხურების სიხშირე ოცს არ აღემატება;
  • მძიმე ხარისხის კლიმაქტერიულ სინდრომი - დღე-ღამეში ოცზე მეტი წამოხურება.

კლიმაქსი შეიძლება იყოს:

  • გაურთულებელი, თუკი პაციენტ ქალბატონს უვითარდება ალები, თავის ტკივილები, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა.
  • გართულებული, როდესაც ყველა ზემოაღნიშნული სიმპტომი ადრე წარმოქმნილ ისეთ დაავადებებს ემატება, როგორებიცაა: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებანი და ა.შ. ამ შემთხვევაში ერთმანეთის არსებობის გამო მძიმდება როგორც კლიმაქსის, ისე აღნიშნული დაავადებების მიმდინარეობაც.

კლიმაქსის გვიანდელ სიმპტომებს განეკუთვნება ორი სერიოზული გართულება: გულსისხლძარღვთა დაავადებანი და ოსტეოპოროზი (ძვლოვანი ქსოვილის გათხელება).
კლიმაქსის მკურნალობა
კლიმაქტერიული დარღვევების მკურნალობა გინეკოლოგთან, თერაპევტთან, ნევროპათოლოგთან ერთად ტარდება და ნაჩვენებია გუნება-განწყობილების მნიშვნელოვნად გაუარესების შემთხვევაში. აუცილებელია გვახსოვდეს სამკურნალო პრეპარატების გარეშე მკურნალობის შესახებაც (დილისა და სამკურნალო ტანვარჯიში, მასაჟი, სუფთა ჰაერზე გასეირნება, წყლის პროცედურები საშინაო პირობებში, ფსიქოლოგიურად მატრავმირებელ სიტუაციებზე თავის არიდება, აუცილებლად ინიშნება ფსიქოთერაპია აუტოგენური ვარჯიშის, სამკურნალო ფიზკულტურის, დიეტის, ფიზიოთერაპიული მკურნალობის, აკუპუნქტურის ჩათვლით).
კლიმაქტერიული ასაკის ქალები, რომლებიც ქალთა კონსულტაციას სისხლდენის ჩივილებით მომართავენ, საჭიროა გაგზავნილ იქნან სამკურნალო დაწესებულებაში დიაგნოსტიკური გამოფხეკის ოპერაციისათვის, რომელიც მომქმედი სამკურნალო ღონისძიებაა, და ასევე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების გამოვლენის მიზნით ტარდება.
კლიმაქსის მკურნალობა კომპლექსური და ინდივიდუალურია, ქალს უნდა ესმოდეს, თუ რა არის კლიმაქტერიული სინდრომი და რა ემართება მის ორგანიზმს.
ინიშნება ვიტამინები, ჰომეოპათიური პრეპარატები, მცენარეული სედატიური პრეპარატების. აღნიშნული ღონისძიებებისაგან მისაღები ეფექტის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ფსიქოტროპული პრეპარატები ან ნეიროლეპტიკები, ბეტა-ადრენობლოკატორების, კალიუმის შემცველი პრეპარატები.
თუმცა კლიმაქტრიული სინდრომის ძირითად მედიკამენტოზურ თერაპიად ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის დანიშვნა ითვლება.
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ ისეთი უკუჩვენებების გათვალისწინებით, როგორებიცაა:

  • მდედრობითი ხაზით ნათესავებში ქალურის სასქესო ორგანოების, სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებების არსებობა;
  • ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევა;
  • სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან.

მკურნალობის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ყოველწლიურად ქალმა, რომელიც ჩანაცვლებითი ჰორმონულ თერაპიას გადის, დეტალური გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს. რადგანაც ჰორმონების ხანგრძლივად მიღებისას მთელი რიგი გართულებების აღინიშნება, ქალს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში და მხოლოდ მკაცრი სიმპტომატიკის შემთხვევაში უნდა მიმართოს.
ქალური კლიმაქსი – ეს არის მთელი ორგანიზმის დაბერების ფარგლებში მიმდინარე ქალის სასქესო ჯირკვლების დაბერების ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესი. კლიმაქტერიული პერიოდი, კლიმაქსი, კლიმაქტერიუმი - ეს არის პერიოდი, რომლის დროსაც ქალის სასქესო სფეროს უკუგანვითარება მიმდინარეობს. თავიდან მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციები მიილევა, შემდეგ კი საერთოდ წყდება.
ქალების უმრავლესობისათვის სქესობრივი ცხოვრება კლიმაქტერიულ პერიოდში და მისი დასრულების შემდეგაც პრაქტიკულად არ იცვლება. ზოგიერთების მიერ ამ პერიოდში განცდილი სექსუალური არასრულფასოვნების გრძნობა არაფრით არის გამართლებული და შესაძლოა მან მნიშვნელოვნად დააქვეითოს სქესობრივი ლტოლვა, განსაკუთრებით კი იმ პირებში, რომლებშიც იგი სუსტად გახლდათ განვითარებული. გამონაკლის შემთხვევებში ამ პერიოდში სასქესო ორგანოების ზოგიერთი ნაწილი იმდენად იკლებს ზომაში, რომ კოიტუსი მტკივნეული ხდება, რაც ქალში სქესობრივი ლტოლვის დაკარგვას იწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ ქალური სექსუალურობა დიდი ფსიქოლოგიურობით გამოირჩევა, კლიმაქსის პერიოდში ფსიქოემოციონალურმა კომპონენტმა, თანაგრძნობამ, პატივისცემამ, ალერსიანმა ზრუნვამ შესაძლოა ძირითადი როლი ითამაშოს ინტიმურ ურთიერთობებში.

მასალა მომზადებული მეან გინეკოლოგი თინათინ თომაძის მიერ

 

 

 

 


კვლევები
კლინიკური კვლევები
პროგრამები
2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
მეზღვაურები
მეზღვაურების სამედიცინო შემოწმება

Home Phone