Georgian English Russian
Menu მთავარი Menu ჩვენს შესახებ Menu დეპარტამენტები Menu ექიმები Menu სტატიები Menu გალერეა Menu კონტაქტი
მთავარი

Menu დიაბეტი და ტერფების მოვლა Menu კიდევ ერთხელ დეპრესიაზე
Menu კლიმაქტერიული პერიოდის სამი ფაზა ქალებში Menu დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები
Menu დისგლიკემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები Menu მითები დიაბეტზე
Menu გულძმარვა Menu უნაყოფობა


დისგლიკემია და გულ -სისხლძარღვთა დაავადებები

რა არის დისგლიკემია?

დისგლიკემიის ფონზე ადამიანის ორგანიზმი ან ვერ აწარმოებს ინსულინს სათანადო რაოდენობით, ან გამომუშავებულ ინსულინს ეფექტურად ვერ იყენებს. ე.ი. გლუკოზა არ გადაიტანება სისხლის მიმოქცევიდან ორგანიზმის უჯრედებში და სისხლში შაქრის მაღალი ციფრები ფიქსირდება.
დისგლიკემია – პროგრესირებადი მდგომარეობაა, რომელიც იწყება ე.წ. პრედიაბეტის სტადიით და თანდათანობით გადადის მანიფესტირებული დიაბეტის ფაზაში. ამ ორივე მდგომარეობის დიაგნოსტიკა ორი გზით შეიძლება: პირველი - სისხლის გლუკოზის გასინჯვით უზმოდ და პოსტპრანდიულად (საკვების მიღების შემდეგ) ან მეორე - ორალური გლუკოზოტოლერანტული ტესტით.
კონსენსუსი, რომელიც შედგენილი იქნა ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოებისა და ევროპის დიაბეტის სწავლების ასოციაციის მიერ, ამტკიცებს, რომ დისგლიკემიასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს (გსდ) შორის მუდმივი კავშირია. ამასთან, გლუკოზის პოსტპრანდიული მაჩვენებლები უფრო ზუსტ ინფორმაციას იძლევა გსდ-ის შემდგომი რისკის შესახებ, ვიდრე უზმოდ გასინჯული გლუკოზა, უფრო მეტიც, პოსტპრანდიული ჰიპერგლიკემია გსდ-ის განვითარების მომატებული რისკის მაჩვენებელია მაშინ, როცა უზმოდ გლუკოზის ციფრები ნორმის ფარგლებშია.
დისგლიკემია – მძიმე ტვირთია. ყოველწლიურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისაგან იღუპება 3 მლნ.-ზე მეტი ადამიანი. სამწუხაროდ, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ხშირად დროულად არ ისმება. ამ დროის განმავლობაში აღინიშნება ქრონიკული დისგლიკემია და ასეთი ადამიანები მიკრო (თვალების, თირკმელების სისხლძარღვები, ნერვები) და მაკროსისხლძარღვოვანი (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები) გართულებების გაზრდილი რისკის ჯგუფში იმყოფებიან. დიაბეტის ფონზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება 2-4-ჯერ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მის გარეშე, ამასთან, დიაბეტით დაავადებულთა 80% სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო იღუპება.
ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ შაქრიანი დიაბეტი და სათანადოდ ვმართოთ.
დღეისათვის უკვე მოიპოვება უტყუარი დასაბუთება იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტის გამოვლენა და აქტიური მედიკამენტური ჩარევა “პრედიაბეტის” სტადიაზე ამცირებს მდგომარეობის პროგრესირებას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

დისგლიკემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – “სასიკვდილო დუეტი”
(პროფ. ლარს რიდენის მოხსენების მიხედვით, რომელიც 1998-2000წწ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი იყო).

კვლევა GAMI-ის (გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პირებში) მიხედვით, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტთა 2/3-ს გამოუვლინდა არადიაგნოსტირებული ტიპი 2 დიაბეტი ან პრედიაბეტი. პროპორციულად, ასეთივე რაოდენობის პაციენტებს აღენიშნათ დისგლიკემია გაწერიდან 3 თვის შემდეგ, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ გლიკემიის მაღალი დონე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პერიოდში არ იყო გამოწვეული სტრესით. საკონტროლო ჯგუფში მხოლოდ პაციენტთა 1/3-ს აღენიშნებოდა დისგლიკემია. კვლევა Eურო Hეარტ შურვეყ (რომელიც ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ ჩატარდა 25 ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით) აერთიანებდა მწვავე ან სტაბილური გულის იშემიური დაავადების მქონე 4961 პაციენტს. გამოკვლეულთაგან ძირითადი ყურადღება ექცეოდა პრედიაბეტურ მდგომარეობას, რომელიც “დიაბეტური კრიზისის” განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ტიპი 2 დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა, პირველ რიგში, უნდა მიიღონ რეკომენდაციები ჩვეული ცხოვრების წესის შეცვლის შესახებ და თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, უნდა დაენიშნოთ შაქრის დამწევი პრეპარატები. გარდა ამისა, ეს დაგვეხმარება, შევამციროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი იმ პირებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა. გსდ-ის განვითარებასა და უზმოდ გლუკოზის მაჩვენებლებს შორის კავშირი უფრო ნაკლებადაა შესწავლილი.
საერთაშორისო კვლევების მონაცემები მეტყველებს, რომ პრედიაბეტი და ტიპი 2 დიაბეტი ფართოდაა გავრცელებული გსდ-ის ფონზე, თუმცა, ეს მდგომარეობები ხშირად არადიაგნოსტირებულია. ამიტომ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება ევროპის დიაბეტის სწავლების ასოციაციასთან ერთად, გვირჩევს მაღალი რისკის მქონე პაციენტთა ჯგუფებში, რაც შეიძლება, ადრე დავიწყოთ ინტერვენცია – ეს დაავადების პროგრესირების შეჩერების ერთადერთი საშუალებაა.

დისგლიკემიის გავრცელება 2003 წლისათვის – ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილი პირების რიცხვმა 194 (5.1%) მლნ.-ს მიაღწია, გლუკოზის მიმართ  დარღვეული ტოლერანტობის მქონე პირთა რაოდენობამ კი – 314 მლნ.ს- (8.2%). 2025 წლისათვის ეს მაჩვენებლები გაიზრდება 333 მლნ.-მდე (6.3%) და 472 მლნ.-მდე (9.0%), შესაბამისად.
გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებს 10 წლის მანძილზე ტიპი 2 დიაბეტი ემართებათ. გარდა ამისა, გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ამ მდგომარეობას უფრო ხშირად მივყავართ დიაბეტის განვითარებამდე, ვიდრე უზმოდ გლიკემიის დარღვევას, ამასთან, რაც უფრო მაღალია გლუკოზის დონე საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ, მით უფრო მაღალია რისკი. ევროპასა და აზიაში ჩატარებული გამოკვლევების მეტა-ანალიზმა გვიჩვენა, რომ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებს უფრო მაღალი აქვთ გსდ-ის განვითარების და სიკვდილობის რისკი სხვადასხვა მიზეზით. ამასთან, გლუკოზის 2-საათიანი დონის გაზრდასთან ერთად, იზრდება სიკვდილობაც. GAMI-ის (34 თვე), Eურო Hეარტ შურვეყ-ს (12 თვე) შორეულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ ახლად დიაგნოსტირებული გლიკემია კავშირშია მომავალში მიოკარდიუმის ინფარქტის ახალი შემთხვევების განვითარებასთან. კიდევ ერთმა კვლევამ გვიჩვენა, რომ შაქრიანი დიაბეტის ფონზე მიოკარდიუმის ინფარქტს თან ახლავს განმეორებითი ინფარქტის განვითარების მაღალი რისკი, რომელსაც უკვე ფატალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ბოლო კონსენსუსი, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებამ და ევროპის დიაბეტის სწავლების ასოციაციამ, მიუთითებს ორალური გლუკოზოტოლერანტული ტესტის ჩატარების აუცილებლობაზე ყველა პაციენტში, ვისაც ანამნეზში გსდ-ის დიაგნოზი აქვს.
ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებისა და ევროპის დიაბეტის სწავლების ასოციაციის მიერ შემუშავებული ახალი კონსენსუსი ხაზს უსვამს დიაბეტოლოგებისა და კარდიოლოგების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას – მხოლოდ ასე თუ შეიძლება ამ პათოლოგიების დროული დიაგნოსტიკა და მართვა.

როგორ შევაჩეროთ დაავადების პროგრესირება – ადრეული ინტერვენციის აუცილებლობა (ნაწყვეტები პროფ. ჩანგ იუ პენის (ჩინეთი) მოხსენებიდან, რომელიც მთელი რიგი კვლევების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია)

-     ორალური გლუკოზოტოლერანტული ტესტის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ფარული დისგლიკემიის გამოსავლენად გსდ-ის მქონე პაციენტებში. თუ ამ ტესტის მაგივრად გამოვიყენებთ გლიკემიის უზმოდ განსაზღვრის ტესტს, ტიპი 2 დიაბეტის მქონე 81% და პრედიაბეტის მქონე პაციენტთა 87% უდიაგნოზოდ დარჩება;
-     ევროპასა და აზიაში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა მეტა-ანალიზმა გვიჩვენა, რომ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისა და სიკვდილობის რისკს უფრო მეტად, ვიდრე უზმოდ გლიკემიის დარღვევა. უფრო მეტიც, სიკვდილობა პირდაპირ კორელაციაშია გლუკოზის 2-საათიან მაჩვენებლებთან დისგლიკემიის პროგრესირების ნებისმიერ ეტაპზე;
-     ევროპული და აზიური კვლევების მეტა-ანალიზმა გვიჩვენა, რომ პრობლემა გლობალური ხასიათისაა და მოითხოვს აგრესიული ღონისძიებების გატარებას პაციენტებში, რომლებიც გსდ-ის გაზრდილი რისკის ჯგუფს ეკუთვნიან (მიუხედავად რასისა).
-     დასკვნა: პრედიაბეტი, ნაწილობრივ, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა იწვევს შაქრიანი დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. უდაოა, რომ პრედიაბეტი ფრიად გავრცელებული მდგომარეობაა მანიფესტირებული გსდ-ის მქონე პაციენტებში. მიღებული შედეგები მეტყველებს ადრეული დიაგნოსტიკის აუცილებლობაზე და დისგლიკემიის სათანადო მართვაზე.

მასალა მომზადებულია ექიმი ენდოკრინოლოგი ლიკა ცუცქირიძის მიერ.

 

 

 

 


კვლევები
კლინიკური კვლევები
პროგრამები
2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
მეზღვაურები
მეზღვაურების სამედიცინო შემოწმება

Home Phone