Georgian English Russian
Menu მთავარი Menu ჩვენს შესახებ Menu დეპარტამენტები Menu ექიმები Menu სტატიები Menu გალერეა Menu კონტაქტი
მთავარი

Menu დიაბეტი და ტერფების მოვლა Menu კიდევ ერთხელ დეპრესიაზე
Menu კლიმაქტერიული პერიოდის სამი ფაზა ქალებში Menuდიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები
Menu დისგლიკემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები Menu მითები დიაბეტზე
Menu გულძმარვა Menu უნაყოფობა


დიაბეტი და ტერფების მოვლა

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ტერფის წყლული?

დიაბეტის ფონზე ხშირად თავს იჩენს ტერფის პრობლემები. გაარკვიეთ, რომელი რისკის ფაქტორები გაქვთ პირადად თქვენ.
თუ შეასრულებთ ამ მარტივ რეკომენდაციებს, თავიდან აიცილებთ სერიოზულ პრობლემებს.
აუცილებელია:
•  ყოველდღიურად დაითვალიეროთ ტერფების გულები – ხომ არ არის მათზე ნაკაწრი, ნახეთქი, ბებერა, დაჟეჟილობა, ინფექცია, კანის ფერის ცვლილება
•  გამოიყენოთ სარკე, თუ სხვანაირად ვერ ხედავთ ტერფის გულებს
•  შეამოწმოთ, როგორი ფერი აქვს წვივებსა და ტერფებს. თუ შეამჩნიეთ შეშუპება, სიწითლე, კანის სიმხურვალე, ტკივილი – დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს (ტკივილის მგრძნობელობის დაკარგვამ უნდა შეგაშფოთოთ)
•  ნაკაწრი ან დაჟეჟილი ადგილი დაიბანოთ რბილი საპნით და წლით და შეიხვიოთ სტერილური სახვევით (მჭიდროდ არა). არ დატოვოთ ჭრილობა ღია
•  ფრჩხილები სწორად ან თითის კონტურის მიხედვით გაიქლიბოთ
•  ყოველდღიურად დაიბანოთ ფეხები თბილი წყლით და საპნით და კარგად შეიშრალოთ (განსაკუთრებით თითებს შორის)
•  ტერფებსა და ფეხის გულებზე ყოველდღე წაისვათ რბილი, დამანოტიოვებელი კრემი
•  ყოველდღე გამოიცვალოთ წინდა, შეამოწმოთ, ხომ არ არის გახეული და უკუღმა ჩაიცვათ (ნაკერებმა რომ არ შეგაწუხოთ)
•  ყოველთვის ატაროთ მოხერხებული, კომფორტული ფეხსაცმელი
•  ფეხსაცმელი ისე შეარჩიოთ, რომ თითები თავისუფლად იყოს და ერთმანეთს არ აწვებოდეს
•  აარჩიოთ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი (ქუსლი არაუმეტეს 5 სმ-სა)
•  იყიდოთ ახალი ფეხსაცმელი დღის მეორე ნახევარში, ამ დროს ფეხები ხშირად შეშუპებულია, არასწორად შერჩეულმა ფეხსაცმელმა კი შესაძლოა, შემდეგში პრობლემები შეგიქმნათ
•  ფეხსაცმელი ხელით შეამოწმოთ შიგნიდან, რომ არაფერი იყოს ჩავარდნილი
•  თავი აარიდოთ ძლიერ სიცივეს ან სიხცეს (რა თქმა უნდა, მზის პირდაპირ სხივებსაც)
•  რეგულარულად აკეთოთ ფეხებისა და ტერფების ვარჯიშები
•  რეგულარულად გაიაროთ ტერფის გამოკვლევა
•  მოიცილოთ ზედმეტი წონა. ყოველი დაკლებული კილოგრამი ამცირებს ზეწოლას ტერფის ძვლებზე და უფრო ადვილად გადაადგილდებით
•   მიიღოთ სპეციალური განათლება, რომ სწორად მოუაროთ თქვენს ფეხებს.

თქვენთვის არ შეიძლება:

•  თვითონ მოიჭრათ ბებერები ან კოჟრები ბრიტვით ან მაკრატლით
•  თვითონ ამოიჭრათ ჩაზრდილი ფრჩხილები და უფლება მისცეთ პედიკურის სპეციალისტს გამოიყენოს ბასრი ინსტრუმენტები
•  გამოიყენოთ მზა სამკურნალო საშუალებები კოჟრების მოსაშორებლად. დიაბეტიანი პირებისთვის ისინი საშიშია
•  გამოიყენოთ წყლის ან ელექტრო სათბური, ფეხები ახლოს მიიტანოთ ცეცხლთან და გამათბობელ ხელსაწყოებთან. თქვენ შეიძლება დამწვრობა ისე მიიღოთ, რომ ვერც კი იგრძნოთ
•  მიიღოთ ცხელი აბაზანა ან ფეხების აბაზანა 20 წთ-ზე მეტ ხანს. (დაბანამდე შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 30-35 გრადუსს).
•  წაისვათ მკვებავი ან დამანოტიოვებელი კრემი თითებს შორის, გამოიყენოთცხიმიანი კრემები
•  იაროთ ფეხშიშველმა (არც სახლში, არც ქუჩაში და პლიაჟზე)
•  ატაროთ მოჭერილი წინდა ან სინთეტიური მასალისგან დამზადებული რეზინიანი ”გეტრი”
•  იხმაროთ მზა საფენი, არასწორად შერჩეულმა საფენმა შეიძლება კოჟრები გაგიჩინოთ
•   დიდხანს იჯდეთ ერთ ადგილას, განსაკუთრებით გადაჯვარედინებული, მოხრილი ფეხებით
•   მოწევა, რადგან სიგარეტი უარყოფითად მოქმედებს ტერფებში სისხლის მიმოქცევაზე.

თუ ამ მარტივ წესებს დაიცავთ, თავიდან აიცილებთ ბებერების, კოჟრების, ჭრილობების გაჩენას ტერფებზე. ფეხებისადმი უყურადღებო დამოკიდებულებამ შეიძლება წყლულამდე ან უფრო სერიოზულ პრობლემებამდე მიგიყვანოთ.

მასალა მომზადებულია ექიმი ენდოკრინოლოგი ლიკა ცუცქირიძის მიერ.

 

 

 

 


კვლევები
კლინიკური კვლევები
პროგრამები
2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
მეზღვაურები
მეზღვაურების სამედიცინო შემოწმება

Home Phone