Georgian English Russian
Menu მთავარი Menu ჩვენს შესახებ Menu დეპარტამენტები Menu ექიმები Menu სტატიები Menu გალერეა Menu კონტაქტი
მთავარი

Menu დიაბეტი და ტერფების მოვლა Menu კიდევ ერთხელ დეპრესიაზე
Menu კლიმაქტერიული პერიოდის სამი ფაზა ქალებში Menuდიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები
Menu დისგლიკემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები Menu მითები დიაბეტზე
Menu გულძმარვა Menu უნაყოფობა

10 საკითხი, რომლებიც აუცილებელია იცოდეთ შაქრიანი დიაბეტის კარგი კონტროლისათვის

მასალა მომზადებულია ს.ს საზღვაო ჰოსპიტალის მოწვეული ენდოკრინოლოგის, მედიცინის დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის ლიკა ცუცქირიძის მიერ

  • სისხლის გლუკოზის თვითკონტროლი – ჰკითხეთ თქვენს ენდოკრინოლოგს, რა სიხშირით უნდა გაისინჯოთ სისხლის გლუკოზა. თუ თქვენ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, თვითკონტროლის სიხშირე დამოკიდებულია დაავადების კომპენსაციაზე და იმ პრეპარატებზე, რომლებსაც ღებულობთ.
  • ვისაც ტიპი 2 დიაბეტი აქვს და ყოველთვის არ სჭირდება ინსულინი – თქვენ შეიძლება დროებით დაგჭირდეთ ინსულინის ინექციები გლუკოზის კარგი კონტროლის მისაღწევად, თუმცა, არ გეგონოთ, რომ დამნაშავე ხართ თქვენი მდგომარეობის გაუარესებაში.
  • ტექნიკური პროგრესის ეპოქაშიც კი თქვენს მიერ წარმოებული ჩანაწერები ძალიან მნიშვნელოვანია – მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გლუკომეტრს მეხსიერება აქვს და ავტომატურად იმახსოვრებს ბევრ მონაცემს, მაინც მნიშვნელოვანია, ჩაიწეროთ, როდის იქნა გასინჯული გლუკოზა, რა მიირთვით, მიიღეთ თუ არა ალკოჰოლი, ინერვიულეთ თუ არა, ან ფიზიკურად დაიტვირთეთ. ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ, თქვენს ექიმთან ერთად გააანალიზოთ სისხლის გლუკოზის მაღალი ან დაბალი მაჩვენებლის მიზეზი.
  • სიმპტომების გამოვლინება სხვადასხვაგვარია – ჰიპოგლიკემიისათვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მომატებული ოფლიანობა, გულისცემის გაძლიერება, მომატებული აგზნებადობა, ზოგადი სისუსტე, შიმშილის შეგრძნება, კონცენტრაციის გაძნელება. ზოგიერთ ადამიანს ეს სიმპტომები შეიძლება არ გამოუვლინდეს, მსგავს მდგომარეობას “ჰიპოგლიკემიის შეგრძნების დაკარგვა” ჰქვია. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში. ჰიპერგლიკემია შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, წყურვილი, ხშირი შარდვა, კანის სიმშრალე. თუ რაიმე ეჭვი გაგიჩნდათ თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გაიზომეთ სისხლის გლუკოზა.
  • ოჯახი, მეგობრები, თანამშრომლები – თქვენი დასაყრდენია. თუ თქვენ სისხლის შაქრის დონე დაგიქვეითდათ, შესაძლოა გარშემომყოფთა დახმარება დაგჭირდეთ. ამიტომ თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს უნდა აუხსნათ, როგორ უნდა გაიგონ, როცა ჰიპოგლიკემია გეწყებათ და რა უნდა გააკეთონ ამ შემთხვევაში. სასურველია თან გქონდეთ რაიმე სახის ტკბილეული და დროულად მიიღოთ. თუ საშუალო ან მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები ხშირია, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს.
  • თქვენ პიროვნება ხართ და არა რაიმე სტატისტიკური მაჩვენებელი – სამკურნალო პრეპარატები ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ რაღაც (მაგ. ჰიპოგლიკემიის შეგრძნების დაკარგვა) მოქმედებს პრეპარატის ეფექტურობაზე და შეიძლება მართალიც იყოთ. ამიტომ ნებისმიერი საკითხი თქვენს ექიმთან გაარკვიეთ.   
  • თქვენი მხრიდან “ექიმობანას თამაში” არ არის გამართლებული – თვითნებურად არ შეწყვიტოთ წამლების მიღება, ნებისმიერი პრობლემა თქვენს ექიმთან გაარჩიეთ.
  • მწყობრიდან გამოსული ფილტრები აღარ ასრულებს თავის ფუნქციას – სისხლის შაქრის მუდმივად მაღალი დონე აზიანებს თირკმლის ფუნქციას. ამ დაზიანების პროგრესირებას კი იქამდე მივყავართ, რომ თირკმელები სათანადოდ ვეღარ ახდენს სისხლის ფილტრაციას და საბოლოოდ გამოდის მწყობრიდან. თირკმელების დაზიანება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ დაავადება სერიოზულ ხასიათს არ მიიღებს, ამიტომ არის აუცილებელი თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა ყოველწლიურად, საჭიროების შემთხვევაში კი – უფრო ხშირად.
  • შარდის ანალიზი – თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შარდის ანალიზს ალბუმინის (მიკროალბუმინურია) განსაზღვრისათვის. დადებითი პასუხი გვიჩვენებს, ცილის რა რაოდენობა აღწევს თირკმლის ფილტრებში და გადადის შარდში. მიკროალბუმინურია თირკმლის ფუნქციის დარღვევის ადრეული მაჩვენებელია, რაც გამოწვეულია დიაბეტით და/ან მაღალი წნევით. ექიმმა შეიძლება სხვა ანალიზებიც დაგინიშნოთ, რომელთა მეშვეობითაც თირკმლის ფუნქციის უფრო დეტალურ შესწავლას შეძლებს.
  • ოფთალმოლოგები მხოლოდ სათვალის შესარჩევად როდი გვჭირდება! – ყოველწლიურად გამოიკვლიეთ თვალის ფსკერი და ჩაიტარეთ ყველა აუცილებელი გამოკვლევა იმისათვის, რომ დროულად გამოავლინოთ დიაბეტთან დაკავშირებული თვალის გართულებები.

მასალა მომზადებულია ექიმი ენდოკრინოლოგი ლიკა ცუცქირიძის მიერ.

 

 


კვლევები
კლინიკური კვლევები
პროგრამები
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
მეზღვაურები
მეზღვაურების სამედიცინო შემოწმება

Home Phone