Georgian English Russian
Menu მთავარი Menu ჩვენს შესახებ Menu დეპარტამენტები Menu ექიმები Menu სტატიები Menu გალერეა Menu კონტაქტი
მთავარი

Menu შინა განაწესი Menu ორგანიზაციული სტრუქტურა Menu პერსონალის ქცევის სტანდარტი
Menu ეთიკის კოდექსი Menu ეთიკის კომისიის წესდება  

ს.ს საზღვაო ჰოსპიტალი მულტიპროფილური სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, სადაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მიიღოს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სრული სპექტრი მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოში.

Arrow ჩვენ ვქმნით თქვენთვის კომფორტულ გარემოს;
Arrow ვმუშაობთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მიდგომებით;
Arrow ვუზრუნველყოფთ პაციენტისთვის უწყვეტ მომსახურებას, გადამისართების გარეშე;
Arrow ვითვალისწინებთ პაციენტების და მათი ოჯახის წევრების კულტურულ თუ ეთნიკურ განსხვავებებს;
Arrow მომსახურების ცენტრშია პაციენტი.

ს.ს საზღვაო ჰოსპიტალი“ მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში,  სკრინინგის ეროვნულ პროგრამაში, თანამშრომლობს კერძო  სადაზღვევო კომპანიებთან და ახორციელებს ქ. ბათუმის მერიის ინიციატივებს.

2014 წლიდან საზღვაო ჰოსპიტალი ამერიკის ჰოსპიტალების ასოციაციის (AHA) წევრი ორგანიზაციაა.

2014 წელს საზღვაო ჰოსპიტალმა გაიარა "Steamship Mutual"–ის აკრედიტაცია და 2015 წლიდან შეყვანილია აღნიშნული კომპანიის მიერ რეკომენდირებული კლინიკების სიაში.

საზღვაო ჰოსპიტალი პირველია ქართულ კლინიკებს შორის ვისაც მიენიჭა საზღვაო ინდუსტრიაში მომუშავე ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის აღიარება.

2015 წელს საზღვაო ჰოსპიტალმა ISO სერტიფიკატი, ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი მიიღო მეზღვაურების მომსახურების მიმართულებაში.

ISO სერტიფიკატი ადასტურებს რომ ჰოსპიტალის მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს როგორც სამედიცინო მომსახურების ასევე მენეჯმენტის კუთხით.  ეს კი  გულისხმობს რომ  მეზღვაურების მომსახურების პროცესები სტანდარატიზებულია, მიმდინარეობს სამუშაო პროცესის მონიტორინგი და სერვისები მიმართულია გაუმჯობესებაზე.




კვლევები
კლინიკური კვლევები
პროგრამები
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
მეზღვაურები
მეზღვაურების სამედიცინო შემოწმება

Home Phone