საზღვაო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზრდილთა ოფთალმოლოგიის კაბინეტი სადაც ოფთალმოლოგი ნანა აფხაზავა რეგულარულად ატარებს კონსულტაციებს. კაბინეტში შესაძლებელია:
➡ მხედველობის დარღვევების და თვალის დაავადებების სრული დიაგნოსტიკა;
➡ ბავშვებში სიელმეების და სხვა მხედველობის დარღვევების დიაგნოსტიკა და შემდგომი მეთვალყურეობა;
➡ სათვალეების და კონტაქტური ლინზების დანიშვნა.
მარტის თვიდან კი აჭარის მოსახლეობას უკვე ბათუმშივე ჩაუტარებს ოფთალმოლოგიურ ოპერაციებს (სიელმე, საცრემლე არხის პრობლემები და სხვა პათოლოგიები) ოფთალმოქირურგი ზაზა ხოტენაშვილი.
საზღვაო ჰოსპიტალი მუდმივად ზრუნავს რომ თქვენთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველა სერვისი ბათუმში.